პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 გამანადგურებელი გადასცა. გამანადგურებლები ოფიციალურ კიევს სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაეცა.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მარტის შუა რიცხვებში პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემა დააანონსა. ამასთან, თვითმფრინავების პირველი მიწოდების შესახებ ცნობილი აპრილის დასაწყისში გახდა. აპრილშივე გერმანიამ პოლონეთს ნება დართო გადაეცა თავისი ხუთი MiG-29 უკრაინისთვის.