ისტორიაში პირველად, პოლონეთის დედაქალაქის დასაცავად პატრიოტის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები განთავსდება. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დღეს გაავრცელა.
"ეს ისტორიული მოვლენაა, ისტორიაში პირველად ვარშავა საჰაერო თავდაცვას მიიღებს. სარაკეტო თავდაცვა ძალიან თანამედროვე, პატრიოტის სისტემის აღჭურვილობას იყენებს", - თქვა ბლაშჩაკმა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ვარშავის ბევოვოს აერორომზე შეხვდა 37-ე საზენიტო-სარაკეტო ესკადრის ჯარისკაცებსაც, რომლებიც პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესის ფარგლებში პატრიოტის სისტემის ელემენტებზე მუშაობას დაიწყებენ.
თავდაცვის მინისტრმა ასევე დაამატა, რომ პატრიოტის სისტემა პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებული იქნება წვრთნების სერიის მიღებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში.