პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკის ცნობით, ბელარუსთან საზღვართან პოლონეთი დაცვას აძლიერებს.
მისი თქმით, საზღვართან პოლონეთის პოლიციის დამატებით 500 ოფიცერი განთავსდება.
ამის შესახებ პოლონეთის შს მინისტრმა ტვიტერზე დაწერა.
"ბელარუსთან დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გავაძლიერო ჩვენი ძალები პოლონეთის პოლიციის ამბოხებისა და კონტრტერორიზმის მიმართულებით 500 ოფიცრით. ისინი შეუერთდებიან სასაზღვრო დაცვის 5 000 მოქმედ ოფიცერსა და 2 000 სამხედროს, ვინც ამ საზღვრის უსაფრთხოებას იცავენ" - წერს მარიუშ კამინსკი.
W związku z napiętą sytuacją na granicy z, podjąłem decyzję o wzmocnieniu naszych sił grupą 500 funkcjonariuszy @PolskaPolicja z oddziałów prewencji i kontrterrorystami. Dołączą oni do 5000 funkcjon. @Straz_Graniczna i 2000 żołnierzy pilnujących bezpieczeństwa tej granicy