
კაროლ ნავროცკი პოლონეთის ახალი პრეზიდენტი გახდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 100 პროცენტიანი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნავროცკიმ მეორე ტურში 50,89 პროცენტი ანუ 10 606 628 ხმა მიიღო. მისი ოპონენტი, ოპოზიციის კანდიდატი რაფალ ტრუშკოვსკი კი 49,11 პროცენტით ანუ 10 237 177 ხმით დამარცხდა.
არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი მაღალი იყო და 71,6 პროცენტს მიაღწია.
ასე რომ, პოლონეთის მორიგი პრეზიდენტი ხდება კონსერვატიული ფლანგის წარმომადგენელი კაროლ ნავროცკი, რომელიც სულ მცირედით, თუმცა გადამწყვეტად, აჯობა ლიბერალ კანდიდატს.