
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას განახორციელებენ, პოლონეთს "ადეკვატური" პასუხი ექნება.
"ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ ადეკვატურად", - აცხადებს რაუ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ასეთი დარტყმა NATO-ს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე იქონიებს გავლენას.
"ამიტომ, ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი", - აღნიშნა მან.