
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით ქვეყანა ევროპულ კურსს შორდება, რაც მოსალოდნელი იყო, თუმცა სამწუხარო პროცესია.
„ვწუხვართ, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება. ქართველ ხალხს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ვადანაშაულებთ,“ — განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, სწორედ ამ პროცესის გამო პოლონეთმა და მისმა პარტნიორებმა სანქციები დაუწესეს რეპრესიებისთვის პასუხისმგებელ პირებს.
სიკორსკის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არამარტო უშუალო საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისთვის, არამედ განსაზღვრავს ისეთ სახელმწიფოების მომავალს, როგორიცაა ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო და სომხეთი.
„ეს იქნება ის მომენტი, რომელიც გადაწყვეტს — ჩაიძირება თუ არა ბელარუსი საბოლოოდ რუსულ სამყაროში, შეინარჩუნებს თუ არა დამოუკიდებლობის ბოლო ნაწილებს. ამავდროულად, ეს განსაზღვრავს საქართველოზე, მოლდოვასა და სომხეთზე — შეძლებენ თუ არა ისინი ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებას,“ — განაცხადა სიკორსკიმ.
მისი თქმით, ევროპული საზოგადოებაში გაწევრიანება არ არის ვალდებულება, არამედ პრივილეგია და გაცნობიერებული არჩევანი, რომელიც ქვეყნისა და მისი თავისუფალი მოქალაქეების ხელშია.