პოლონეთის საგარეო: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს NGO-ებისა და მედიის რეპრესიები

პოლონეთის საგარეო: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს NGO-ებისა და მედიის რეპრესიები

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები შეწყვიტოს.

"ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები", - ნათქვამია განცხადებაში.