საქართველოში პოლონეთის ელჩი, მარიუს მაშკევიჩი SOVA-სთან მის მიერ გამოთქმული პოზიციის გამო საქართველოს საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავლენის მცდელობაზე საუბრობს.
საუბარია ორი წლის წინანდელ მოწოდებაზე, რომელი გორში სტალინის მუზეუმის დახურვას ეხებოდა.
დიპლომატმა SOVA-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებთან არაფორმალურ კომუნიკაცია გაიხსენა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა, ჩემთვის ადგილი მიეჩინა, მაგრამ მე ვთქვი ძალიან უხეშად, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ საუბარს, განმარტების გაკეთებას", - ამბობს ელჩი.
ის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამინისტროში არ დაუბარებიათ.
2 წლის წინ რონდელის ფონდში სიტყვით გამოსვლისას მარიუს მაშკევიჩმა ილაპარაკა რთულ ვითარებაზე, რომელშიც პატარა საქართველო დიდი მეზობლის გვერდით აღმოჩნდა. მან სთხოვა ქართველ მეგობრებს, განეხორციელებინათ სიმბოლური ჟესტი და გორში სტალინის მუზეუმი დაეხურათ.
"მესმის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჰყავს დიდი მეზობელი, გაქვთ რთული ეკომომიკური მდგომარეობა და არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ გამოხვიდეთ და შეუერთდეთ სანქციებს, მაგრამ მიმართეთ ერთ სიმბოლურ ჟესტს, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში", - თქვა მან 2 წლის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ორგანიზებულ კონფერენციაზე.