პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, რუსული რაკეტა თითქმის სამი წუთის განმავლობაში მათ საჰაერო სივრცეში შევიდა, რის შემდეგაც ისევ უკრაინაში დაბრუნდა.
როგორც გენერალი ვისლავ კუკულა ამბობს, რაკეტა პარასკევს დილით პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 40 კილომეტრზე შეიჭრა. შემთხვევა უკრაინაში ოკუპანტების მიერ დღეს განხორციელებულ მასიურ თავდასხმებს ემთხვევა.
მომხდარის შემდეგ პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უსაფრთხოების საგანგებო კრება მოიწვია, ადგილზე კი, სადაც რადარებმა რუსული რაკეტა შენიშნეს, 200 პოლიციელი სამძებრო სამუშაოებს ატარებს.