პოლკოვნიკი ბერიძე რიჟვაძეზე: ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს

მე ვფიქრობ, რომ ასეთი ქართული ანდაზა არსებობს: ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო - ეს შემთხვევაა. არც ღირს პასუხის გაცემად. რიჟვაძემ რაც უნდა ის თქვას. ხვალ, ტელევიზორში რომ გამოიყვანოთ, არ ვიცი კიდევ ცოცხალია თუ არა, რუსი გენერალი ბორისოვი - ის, ვინც საქართველოში ჯარებს შემოუძღვა. რას იტყვის თქვენი აზრით? იმავეს ამბობს რიჟვაძეც. სოლოვიოვი რას იტყვის? მარგარიტა სიმონიანი რას იტყვის, რომ ჰკითხოთ 2008 წლის ომზე?

რა პოზიციასაც დაიკავებს ხელისუფლება ის ითვლება საქართველოს მიერ დაკავებულ პოზიციად და დღესდღეობით ჩვენ, ნებსით თუ უნებლიედ, ვართ ოკუპანტის მხარეს.

განაცხადა პოლკოვნიკმა და სამხედრო ანალიტიკოსმა ლაშა ბერიძემ ფორმულასთან ინტერვიუში თორნიკე რიჟვაძის განცხადებაზე, რომ 2008 წელს საქართველომ ომი "ლაჩრულად წააგო".