პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დააკავა

პოლიციამ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დააკავა

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დააკავა. ფორმულას ენმ-ის პრესსამსახურში უთხრეს, რომ დაკავებულია 5 ადამიანი.

პოლიციამ ისინი ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან გაიყვანა, სადაც ჩხრეკას ატარებდა.

პარტიის ლიდერები, რომლებიც ადგილზე იყვნენ შეკრებილნი, ოფისში შესვლასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვდნენ, თუმცა პოლიცია შიგნით არავის უშვებდა.

შსშ-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილზე მიმდინარეობდა ჩხრეკა, თუმცა პარტიის ლიდერებს, მათ შორის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას ჩხრეკის ორდერის წარდგენაზე უარი უთხრა.