პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა მათ ადგილი არ დატოვეს. ადგილზე მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორისაც.
პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ქუჩა გაათავისუფლონ.
მანამდე პოლიციამ რუსთაველის გამზირის მხარეს გამოიყენა, სავარაუდოდ, გაზი, რის გამოც რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.