პოლიციამ აქციაზე 13 ადამიანი დააკავა

პოლიციამ აქციაზე 13 ადამიანი დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან მშვიდობიან აქციაზე 13 ადამიანი დააკავა.

უწყება ირწმუნება, რომ "აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი".

შსს-ს ცნობით, მოქალაქეები კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

დღეს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონს ხმა 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სხდომის პარალელურად პარლამენთან აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული.

კანონის მიღების შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტის წინა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც რკინის ჯებირზე აბრახუნებდნენ. პოლიცია მას შემდეგ გამოვიდა ჯებირიდან და მოქალაქეების დაკავება დაიწყო, რაც რამდენიმე პირმა რკინის ჯებირი დააზიანა.

დაკავებულებს შორისაა ლაზარე გრიგორიადისი.

აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს დავით ქაცარავაც. ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი.