"პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაგარემო, EU-ის რეკომენდაციები" - PACE-ს რეზოლუცია საქართველოზე

"პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაგარემო, EU-ის რეკომენდაციები" - PACE-ს რეზოლუცია საქართველოზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, შეასრულონ რეზოლუციაში გამოთქმული რეკომენდაციები და შეშფოთებები.

რეზოლუცია სრულად:

"ამ მხრივ, [ასამბლეა] კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაზე და მხარეების მონაწილეობაზე რეფორმების პროცესში, რაც საჭიროა საქართველოს შემდგომი კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის დამოუკიდებელი შეფასება, მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. რეზოლუცია ითვალისწინებს მედიასთან მიმართებაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა შეამციროს მედიაგარემოში არსებული დაძაბულობა.

ასამბლეა კვლავ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციით და გმობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას. [ასამბლეა] მოუწოდებს ხელისუფლებას, უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის", - აღნიშნულია რეზოლუციაში.