ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ამასთან დაკავშირებით პრესკონფერანცია გამართა.
დელეგაციის წევრის, ევა ბუშიც განცხადებით, მათი მიზანი საარჩევნო გარემოსა და მისი მოსამზადებელი პერიოდის ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება და რეკომენდაციების გაცემაა, რომელიც ანგარიშვალდებულ, გამჭვირვალე და ინკლუზიურ არჩევნებს უზრუნველყოფს.
დელეგაციის წევრი, პერ ეკლუდი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირველი არჩევნებია, საქართველოსთვის გაწერილ 9 პრიორიტეტს შორის კი მთავარი პუნქტი სწორედ ეს საკითხია. NDI-ის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 8, ხოლო კამპანიის დაწყებამდე 6 თვეა დარჩენილი.
მისი თქმით, შეინიშნება დადებითი ტენდენციებიც, როგორიცაა მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა, ასევე, პოლიციის მიმართ საზოგადოების დადებითი განწყობა გაზრდილია, მოსახლეობის აღქმით, წვრილმანი კორუფციის დონე შემცირებულია. ამასთან, უმჯობესდება სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკა.
დელეგაციის წევრები გამოწვევებზე საუბროსას პოლარიზაციასა და სიტყვიერ თავდასხმებს ასახელებენ. მათი თქმით, არსებობს შიში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობასა და კითხვები საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
"შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოებაზე, სადამკვირვებლო მისიებზე თავდასხმები, გენდერული ნიშნით თავდასხმები ქალ პოლიტიკოსებზე, არასაკმარისია მიღებულო ზომები [...] პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების თაობაზე შიშები, ხოლო ახალ საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით კითხვები".
NDI მიუთითებს, რომ არჩევნების შესახებ მნიშვნელოვანია უმცირესობის ჯგუფების სათანადოდ ინფორმირება.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრების თქმით, ცესკოს აქვს ტექნიკური კომპეტენცია, თუმცა მის მიმართ ნდობა შერყეულია, ასევე, ნაკლებია პოლიტიკური კონსესუსი ცესკოსთან დაკავშირებით.
გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს რეკომენდაციებზეც:
"ყველა მხარემ უნდა გაიაზროს განსხვავებული აზრის პატივისცემა. სიძულვილის ენა დაუშვებელია მოწყვლადი ჯგუფებს მიმართ. შსს-მ უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა. მედია უნდა რთავდეს ყველა მხარეს დებატებში. ცესკომ უნდა გაზარდოს ძალისხმევა, რომ ნდობა მოიპოვოს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მათი მხა დაცული იქნება. ცესკომ უნდა უზრუნველყოს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა. ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უნდა იმუშაოს უცხოეთში ემიგრანტებთან. მთავრობას აქვს ვალდებულება, ეს უზრუნველყოს".
წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 19–25 თებერვალს იმყოფებოდა. NDI-ის ცნობით, ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ანტიკორუფციული ბიუროსა და ცესკოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.