უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა ალიანსის წევრი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გახდება.
"რას ველოდებით NATO-ს სამიტისგან? ვილნიუსში ალიანსის ლიდერებმა მკაფიოდ და მტკიცედ უნდა თქვან: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს. NATO-ში უკრაინელები ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია.
უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ყოველგვარი „მაგრამ“ და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე. მანამდე [გვჭირდება]: მეტი აღჭურვილობა, მეტი ჭურვი და მეტი იარაღი", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.
ამასთან, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს.
NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.