პოდოლიაკი: სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს

ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა. კრივი რიჰი. რუსულმა რაკეტამ კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. 53 ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, მათ შორის 45 წლის ქალი და მისი 10 წლის ქალიშვილი. საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს. ძალა სწორედ უკრაინის ცის დახურვა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებია.

წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

დღეს დილით, რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.