პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთმა დამსწრე მოქალაქემ ქართული ოცნების დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარა და ბანერი გაშალა.
"არა რუსულ რეჟიმს", - ყვიროდა ქალი.
რუსული კუპიურები დაიყარა იმ რიგებში, სადაც ქართული ოცნების ლიდერები ისხდნენ.
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე დარბაზიდან გაიყვანეს.