გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის. ამის შესახებ მან ჰელსინკიში ვიზიტისას განაცხადა.
"ნამდვილად არავის სურს უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა. ახლა ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა არსებობს გადამწყვეტი ზღვარი. ამიტომ ამ ეტაპზე უნდა შევჩერდეთ. ჩვენ არ გავხდებით ომის მხარე", - აღნიშნა მან.
გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმაც გამორიცხა.
27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.