ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკით დაზარალებულთა რაოდენობა, მათ შორის არიან ბავშვები. ოცნება საკითხის მოწესრიგებას აპირებს, მაგრამ არა წელს, არამედ თებერვლიდან. არადა, პარლამენტში 9 თვეა შეტანილია ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც პიროტექნიკის აკრძალვას ითვალისწინებს. შეზღუდვების აუცილებლობის აღიარება ოცნებას მოუხდა, მაგრამ ოპოზიციის პროექტს მხარს მაინც არ დაუჭერს. ამასობაში, იკარგება დრო და იმატებს რისკი.