ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენთაგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი.
წერს ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების სიის მე-10 ნომერი გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში. უშუალოდ პრეზიდენტის რომელ განცხადებას გულისხმობს პეტრიაშვილი, მას პოსტში არ დაუკონკრეტებია.