ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტიები, ვინც ხელი მოაწერა [ერთიანობის დეკლარაციას], შეთანხმდნენ, რომ არცერთი ეს პოლიტიკური ძალა არ მისცემს შესაძლებლობას ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის. შესაბამისად, ქართული ოცნება, რომელიც მწვავედ განიცდის მხარდამჭერების კლებას, ვერ მიიღებს ამ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს ვერცერთ კონფიგურაციაში.
განაცხადა დროას წევრმა, ბუკა პეტრიაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამ ეტაპზე მას 6 ხელმომწერი ჰყავს.