კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთში ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ვიზიტი იგეგმება.
პესკოვმა მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთში ვიზიტი მომზადების ეტაპზეა და მიმდინარეობს ვადების შეთანხმება.
"დიახ, ვიზიტი მზადდება... მიმდინარეობს ვადების ბოლო შეთანხმება, რომლებიც შეთავსებული იქნება როგორც მადუროს, ისე პუტინის გრაფიკთან", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.