პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია

პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი იზიარებს დასავლეთის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, უკრაინაში ომის გაყინვას არ ეთანხმება.

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი სოლიდარული დასავლეთთან, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს, კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა: "რუსეთი სოლიდარულია".

"რუსეთი განიხილავს შესაძლებლობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხოლოდ დასრულებას: საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფას, რუსეთის წინაშე მდგარი მიზნების მიღწევას ან ან სპეციალური სამხედრო ოპერაციით, ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით", - დაამატა მან.

დასავლეთში არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგნი არიან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამბობს, რომ რუსეთთან ომი არ უნდა გაიყინოს. პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით კი, კონფლიქტის გაყინვით უკრაინა ახალ ჩრდილოეთ კორეად იქცევა, რომელსაც მილიონობით ტყვე ჰყავს.