პესკოვი ფაშინიანზე: მხედველობაში მივიღებთ, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა

პესკოვი ფაშინიანზე: მხედველობაში მივიღებთ, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი ითვალისწინებს სომხეთის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

"ჩვენ ამას მხედველობაში მივიღებთ. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ვიცით, რომ უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის მიმართ სომხეთის მიდგომებში არის გარკვეული ნიუანსი, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ჩვენ ისინი ვიცით", - განაცხადა პესკოვმა.

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ოფიციალური ერევანი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. ეს განცხადება ფაშინიანმა CNN Prima News-სთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მაშინ როდესაც დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, თავად რუსეთი სხვა აზრზეა.

ფაშინიანის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური ერევანი "არავის მოკავშირე არ არის ამ სიტუაციაში და შესაბამისად დაუცველია".