საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობიუს მდგომაროება დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.
"ხვალ ჩატარდება კიდევ სხვა კვლევები, დაგეგმილია ინსტრუმენტული კვლევებიც. ამჟამად მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებული მრავალჯერ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მისმა ადვოკატმა. შემდგომშიც მათ შეუძლიათ, შეუზღუდავად განახორციელონ შეხვედრები და, ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, გაეცნონ მისი ჯანმრთელობის შესახებ ყველა სახის ინფორმაციას. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ბრალდებული მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მომავალშიც გაგრძელდება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევით. ჩვენთვის თითოეული პატიმრის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია", - თქვა ურთქმელიძემ.