პავლოგრადის ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ რაიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის 5 ბავშვია.
ლისაკმა განაცხადა, რომ კვირას ღამით რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე, რომელიც დნეპრის აღმოსავლეთით მდებარეობს.
მისივე თქმით, ქალაქში დაზიანდა სამრეწველო საწარმო, 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, ექვსი სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და 5 მაღაზია.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 1 მაისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 18 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 15 საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობებზე.