პაველ ჰერჩინსკი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

პაველ ჰერჩინსკი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა.

"მან გაიზიარა სინანული ქართული ოცნების ევროკავშირისა და მისი ღირებულებების დაშორების გამო და ხაზი გაუსვა იმ საშინელ შედეგებს, რაც მოაქვს ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებზე", - წერს დელეგაცია.

პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ბიზნესმენები ღრმად შეშფოთებულები არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ის ქართულ ოცნებას დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

"ბიზნესები ღრმად არიან შეშფოთებული ევროკავშირის გზიდან გადახვევით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისა და ძალის სასტიკი და უკანონო გამოყენების შეჩერებისკენ მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რასაც მძიმე შედეგები აქვს ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის", - თქვა ჰერჩინსკიმ.