ჩვენ გვინახავს, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის კოპირებული ვერსიას მრავალ ადგილას გამოუჩენია თავი. ამის შედეგს წარმოადგენს ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე. და, რა თქმა უნდა, საქართველო, რომელიც ახლა ადგას გზას ან ცდილობს ევროპისკენ გზას დაადგას, ამ მხრივ აღიარებაც მიიღო, უცხოური აგენტების შესახებ მსგავს კანონს ევროპაში ადგილი არ აქვს. ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულს პრინციპებს არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ დაცვა სჭირდება.
ამის შესახებ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანთა პაუერმა სენატის მოსმენაზე განაცხადა. რუსული კანონის შესახებ შეკითხვა მან სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა.