ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციებს, მყარად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის პროცესია, მაგრამ გვჯერა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ ეს მომენტი და სრული პოტენციალი გაიაზრონ.
განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ასე გამოეხმაურა ის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს.