ნება მომეცით ყურადღება გავამახვილო უშუალოდ USAID-ის ხსენების. თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. მე ასევე აღვნიშნავ, რომ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგანაც ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ.
განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.