
პარლამენტთან შიმშილობა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ვახო ფიცხელაურმა დაიწყო. ამის შესახებ Facebook-ზე გიორგი ჟამერაშვილი წერს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტთან შიმშილობა 3-მა აქტივისტმა დაიწყო: ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.
გუშინ, 27 ივნისს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა გამოაცხადა.
დღეს გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ უერთდება ელენე ხოშტარიას პროტესტს და მანაც დაიწყო შიმშილობა.