
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით 3 ადამიანი დააკავა.
როგორც ცნობილია, დაკავებულები არიან - ვატო სამხარაძე, თაზო კვესელავა და რეზი დუმბაძე.
უცნობია, რატომ დააკავა და სად გადაიყვანა პოლიციამ ახალგაზრდები.
ფორმულას ჟურნალისტი ადგილიდან ჰყვება, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია მოულოდნელად გამოჩნდა.
რუსთაველის გამზირი დღეს პროტესტის 131-ე დღესაც გადაიკეტა.