პარლამენტთან აქტივისტი იოსებ ჯანდიერი დააკავეს

პარლამენტთან აქტივისტი იოსებ ჯანდიერი დააკავეს

პარლამენტის წინ აქტივისტი იოსკა შარინგერი (ჯანდიერი) ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მას საპატრულო მანქანაში სვამენ. კადრებში ასევე ისმის, რომ შეკითხვის მიუხედავად, დაკავების მიზეზი სამართალდამცველებს არ განუმარტავთ.

ადვოკატის ინფორმაციით, შარინგერს ამჟამად დიღმის იზოლატორში გადაჰყავთ, თუმცა მის ნახვის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ ჰქონია.