პარლამენტმა წულუკიანის კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტომდე გაუგრძელა

პარლამენტმა წულუკიანის კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 აგვისტომდე გაუგრძელა

პარლამენტმა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატი კიდევ ერთი თვით, 5 აგვისტომდე გაუხანგრძლივა.

წულუკიანის თქმით, 450-გვერდიანი დასკვნის პროექტი მზად არის და მისი გადამუშავება აგვისტოს პირველ კვირაში დასრულდება.

დასკვნა კომისიის სხდომაზე 4 აგვისტოს წარედგინება, ხოლო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – სექტემბრის პირველ ნახევარში.

კომისია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა ახლა უკვე 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.