პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად 83 ხმით რატი იონათამიშვილი აირჩია.
იონათამიშვილი საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის წარდგენილი.
ეს ვაკანსია ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.