პარლამენტმა გიორგი გვარაკიძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა

პარლამენტმა გიორგი გვარაკიძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა

ერთპარტიულმა პარლამენტმა გიორგი გვარაკიძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე ჩატარებულ კენჭისყრაზე გვარაკიძე 83 ხმით, ერთხმად აირჩიეს და მან პოსტი 6 წლის ვადით დაიკავა.

კენჭისყრამდე გვარაკიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკუთარი ხედვა წარადგინა. მისი თქმით, პროკურატურის სისტემის გაძლიერება და პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმების დახვეწა სისტემის განვითარების მთავარი ამოცანებია.

გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა.