
პარიზის სასამართლომ ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ორ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 76 წლის კინოვარსკვლავს 18-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
საქმე 2021 წლის სექტემბერს ეხება, როდესაც დეპარდიე ფილმის გადაღებისას მუშაობდა. მას ორი ქალი – რეჟისორის ასისტენტი და მხატვარ-დეკორატორი – ადანაშაულებენ არასათანადო ქცევაში. თავად მსახიობი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შესაძლოა ქალებთან ფიზიკური კონტაქტი შემთხვევით მოხდა, როცა წონასწორობა დაკარგა.
სასამართლოზე სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა არა მხოლოდ პირობითი პატიმრობა და 20 ათასი ევროს ჯარიმა, არამედ დეპარდიეს სექსუალური დამნაშავეების რეესტრში რეგისტრაციაც.
ეს საქმე პირველი ოფიციალური სასამართლო განხილვაა დეპარდიესთვის სექსუალური ძალადობის თემაზე, თუმცა წარსულში მას სხვა ქალებიც მსგავს ქცევაში ადანაშაულებდნენ.
დეპარდიემ სასამართლოზე თქვა, რომ თავს დაზარალებულად თვლის და მის მიმართ წამოწყებული საქმე მას რეალობას მოწყვეტილ სიუჟეტად ეჩვენება.