პაპუაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მედია სპეციალური აკრედიტაციით დაიშვება

პაპუაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მედია სპეციალური აკრედიტაციით დაიშვება

შალვა პაპუაშვილის თქმით, 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისთვის მედია სპეციალური აკრედიტაციით დაიშვება. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"ხვალ არ არის საპარლამენტო ღონისძიება, პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. გამომდინარე აქედან, იქნება მედიისთვის სპეციალური რეჟიმი. არის ინტერესი, მათ შორის უცხოური მედიის მხრიდან, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას, ამიტომ ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაციით მედიის დაშვება, ამიტომ ყველა მედიას, ვისაც აქვს ინტერესი, რომ დაესწროს ამ პროცესს, ვთხოვ, რომ ჰქონდეთ პარლამენტის აპარატთან კომუნიკაცია ხვალისთვის სპეციალური საშვების მისაღებად. არ იმოქმედებს წლიური აკრედიტაცია, იქნება სპეციალური აკრედიტაცია" - თქვა პაპუაშვილმა.

***

14 დეკემბერს ქართული ოცნება პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილს წარადგენს.