2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს. იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ ქართულ ოცნებასა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო საერთოდ არ არის არანაირი ღირებულება.
სულ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში და აჩვენეს ეს ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, თავიდანვე აჩვენეს. გახსოვთ, რას მოითხოვა ოპოზიცია, მოითხოვდა, რომ საქართველოს სამხედროები გაგვეგზავნა ომში მოხალისეების სახით. მოითხოვდა, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის. შემდეგ უარყოფდა, იმიტომ რომ ყველა ხვდებოდა, ეს ყველა ნაბიჯი იყო ნაბიჯი ომში ჩართვისკენ.
ასე რომ, ჩვენმა საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ქართულმა ოცნებამ არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.