თქვენ ახლა პანდორას ყუთი გახსენით, ვინაიდან ოცნებას მიეცით საფუძველი, სხვა დროს თავად მმართველმა პარტიამ არ გაიაროს რეგისტრაცია სამშაბათს და დარჩებით პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია, სხდომის დასაწყებად დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ - 76-მა რეგისტრაცია ვერ გაიარა. ორი მცდელობის შემდეგ სხდომის დაწყების დრომ და ხელახალმა რეგისტრაციამ 15:00 საათისთვის გადაინაცვლა.
დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, იმისათვის რომ პლენარული სხდომის დასაწყებად კვორუმი შემდგარიყო, ქართული ოცნების დეპუტატები რეგისტრაციის დროს სხვების პულტებს იყენებდნენ.