მაქვს სრული ნდობა ამ მხრივ ჩვენი უსაფრთხოების სისტემების მიმართ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ის ადამიანი, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ამ ქვეყანას და არ შემოდის ის ადამიანი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას. ვინაიდან, საფრთხეების რეალიზება არ ხდება ხოლმე, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ და ვენდოთ კიდევაც, რომ ისინი პროფესიონალურად მუშაობენ... ჩემი ინტერესის სფერო არ არის სპეკულაციები...
1 წელზე მეტია რაც რუსეთმა უკრაინაში აგრესიული ომი დაიწყო და რა თქმა უნდა უსაფრთხოების მხრივ გამოწვევებიც უფრო მაღალია, თუკი შევაფასებთ ამ წელიწადზე მეტ პერიოდს, ორი რამ შეგვიძლია დავასკვნათ: 1. საქართველოს უსაფრთხოების სისტემა არის აწყობილი და უზრუნველყოფს, რომ საქართველოში არც ერთი გამოწვევა არ რეალიზირდა ანუ საფრთხე არ შეექმნა უსაფრთხოებას და 2. ოპოზიციის, მასთან აფილირებული ჯგუფების განცხადებებით ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ იყო დეზინფორმაცია, სპეკულაცია, მანიპულაცია და ა.შ.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მანქანები რუსული ნომრებით, რომლებიც 3 ივნისს ნატახტარში, შემდეგ კი ბათუმში გამოჩნდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის.