პაპუაშვილი: ძნელია მშვიდობა, ძნელია შენება, რაც უკვე 12 წელია ხელისუფლების საზრუნავია

ამქვეყნად, ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა და ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს. ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს. ძნელია მშვიდობა, ძნელია შენება, რაც უკვე 12 წელია ჩვენი ხელისუფლების საზრუნავია. და სწორედ იმიტომ, რომ ვირჩევთ წინდახედულობას და არა თავქარიანობას, ვირჩევთ ჩვენი ხალხის ინტერესებით მოქმედებას და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურებას, ერთადერთი ხელისუფლება აღმოვჩნდით, ვინც შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა, ერთი მისხალი ეროვნული ინტერესის დათმობისა და უკანდახევის გარეშე.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გორში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.