პაპუაშვილი: ჩვენით არ ვიცით იყო თუ არა ხმა ფარული? არ შეიძლება ნაცარი შეაყარო ხალხს თვალებში

არჩევნების მე-5 დღეს თურმე აღმოაჩინეს, რომ მელანს გაუჟონია და ეს არის მათი ახლა ხელმოსაჭიდი ხავსი... 2 მილიონ 60 ათასმა ადამიანმა მივეცით ხმა, გავიგე, რომ შეიძლება რაღაც ტყუილი თქვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველა ამ არჩევნებზე, ჩვენ თვითონ არ ვიცით იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული?! ხომ არ შეიძლება მართლა ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალებში. და აქ იყო მონიშვნა, ზედა მხარეს სატესტო არეალი წრის მონიშვნის, იქვე აუხსნა პირდაპირ ეთერში ეს ქალბატონმა სალომემ [ზურაბიშვილი] და არ ჰქონია არავის პრეტენზიები და მე-5 დღეს, NGO-ებმა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და "მორჩა, მთლიანად უნდა გაუქმდეს, რადგან მელანმა გაჟონა" - ესაა მათი მთავარი საკითხი.

განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

*30 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კვლავ ირწმუნებოდა, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეების ხმის ფარულობა არ დარღვეულა. კალანდარიშვილის თქმით, შესაძლოა, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა, მაგრამ " ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის".