რაც შეეხება აქციებს, ვნახეთ, ხომ ეს იყო კრახი, საერთო ჯამში, ნაციონალური მოძრაობის. ამაზე ვამბობ, რომ თუ კი ვინმე თვლის, რომ ქართველი ხალხი ეს არის დროა და გირჩი, ის მწარედ ცდება. ქართველი ხალხი სადაც დგას და რასაც უჭერს მხარს, ეს ჩანს მათ განწყობებშიც და ეს ჩანს, მათ შორის გამოჩნდა ბოლო არჩევნებზე, როცა ქართველმა ხალხმა განუახლა მანდატი ქართულ ოცნებას.
თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების გასაპროტესტებლად ჩატარებულ აქციებზე.