პაპ ფრანცისკეს შაბათს დაკრძალავენ

პაპ ფრანცისკეს შაბათს დაკრძალავენ

ვატიკანის ცნობით, პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს, დილის 10:00 საათზე გაიმართება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წმინდა პეტრეს მოედანზე სასულიერო მსახურებას კარდინალთა კოლეჯის დეკანი, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე აღავლენს.

პაპის ნების შესაბამისად, ოთხშაბათს დილით მისი ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, რის შემდეგაც იგი საბოლოოდ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, გუშინ დილით გარდაიცვალა.