
რომის პაპი ლეონ მე-14 უკრაინაში ვიზიტს აპირებს, იუწყება იტალიური გამოცემა La Repubblica.
გამოცემის ინფორმაციით, ეს იქნება პონტიფიკის პირველი საერთაშორისო ტურნეს ნაწილი, რომელიც მოიცავს თურქეთს, უკრაინას, პორტუგალიასა და პერუს.
ვიზიტების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკრაინაში პაპის ჩასვლა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს რუსეთის აგრესიის ფონზე და შესაძლოა ახალი ეტაპი გახდეს ვატიკანის სამშვიდობო ძალისხმევაში.