
მშვიდობა თითოეული ჩვენგანით იწყება - იმით, თუ როგორ ვუყურებთ და ვუსმენთ სხვებს, როგორ ვსაუბრობთ მათზე. ამ მხრივ, ჩვენი კომუნიკაციის გზა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სიტყვებისა და სურათების ომს. ჩვენ უნდა უარვყოთ ომის პარადიგმა.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტების ძიებისა და გადმოცემისთვის პატიმრობაში არიან და მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდე. ამ სიტყვებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ.
ვფიქრობ იმ [ჟურნალისტების] შესახებ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი აშუქებენ ომს - მათ სიმამაცეზე, რომლებიც იცავენ ღირსებას, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებას, იყვნენ ინფორმირებულნი, რადგან მხოლოდ ინფორმირებულ ინდივიდებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერებისა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს, გვიბიძგებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი.
თქვა ახლად არჩეულმა რომის პაპმა, ლეონ XIV-მ.