რომის პაპი ფრანცისკე ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორში მყოფ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"მოდით უარს ნუ ვიტყვით ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე. ძმებო და დებო, შეჩერდით! ომი - ეს ყოველთვის დამარცხებაა", - თქვა პაპმა.
მან ღაზაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს".
***
დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა ღაზის სექტორში გაიზარდა.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.