ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა ღაზის სექტორში გაიზარდა - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა ღაზის სექტორში გაიზარდა - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა ღაზის სექტორში გაიზარდა.

როგორც ჰაგარიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სახმელეთო ოპერაცია რისკებს ისრაელის თავდაცვის ძალებისთვისაც შეიცავს.

"ისინი უკვე შეუერთდნენ იქ მებრძოლ ძალებს. ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზის სექტორში. ყველაფერს გავაკეთებთ ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად", - აღნიშნა IDF-ის სპიკერმა.